Facebook

ჭადრაკს საქართველოში უძველესი ისტორია აქვს, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე ცალკეულ რეგიონებში.

შუახევის რაიონიც იმ რიცხვს მიეკუთვნება სადაც  ჭადრაკს  განსაკუთრებულად დიდი ყურადღება ექცევა. ბოლო ათეული წლების განმავლობაში ჭადრაკის სწავლების დონე აქ მკვეთრად გაიზარდა.  2000 წლიდან  გაიხსნა საჭადრაკო სექცია, რომელსაც დღემდე ემზარ კეკელიძე ხელმძღვანელობს. სექციაში 30-ზე მეტი მოჭადრაკეა თავმოყრილი, რომლებიც სისტემატიურად მონაწილეობენ  სასკოლო და სარაიონო პირველობებზე, გამარჯვებულები კი ბრძოლას აჭარის პირველობებზე აგრძელებენ.

2003 წელს ბატონი ემზარი ესწრებოდა ბათუმში გარი კასპაროვის საჭადრაკო აკადემიაში გამართულ ლექციებს და აღნიშნული აკადემიის სერთიფიცირებული პედაგოგია . ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მის პროფესიონალიზმს და მაღალ კვალიფიკაციას.

პირველად რაიონს წარმატება  ნინო კეკელიძემ (ოსტატობის კანდიდატი) მოუტანა, შუახევის მუნიციპალიტეტის  განათლების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის მიერ,  2004 წელს ნინო  აღიარეს რაიონის I სპორტსმენად. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი სპორტის ამ სახეობისადმი.  დღეს ნინოც ეწევა ბატონ ემზართან (მამასთან) ერთად სამწვრთნელო მოღვაწეობას. 2012 წლიდან  იგი სერთიფიცირებული კატეგორიის მწვრთნელია.

ბატონი ემზარის მრავალწლიან  ღვაწლს და ძალისხმევას ამაოდ არ  ჩაუვლია და რაიონს   აქვს თვალსაჩინო შედეგები.

                                                                                                რაიონის წარმატებული მოჭადრაკეები არიან:

ქეთი კეკელიძე - აჭარის მრავალგზის ჩემპიონი;

ალი კეკელიძე - რაიონის მრავაგზის ჩემპიონი, აჭარის ჩემპიონატის პრიზიორი;

თემურ ხიმშიაშვილი - რაიონის ჩემპიონი;

ირმა კეკელიძე- რაიონის ჩემპიონი, სკოლის ჩემპიონი..

და სხვა მოჭადრაკეები.

მასალა მოგვაწოდა ნინო კეკელიძემ