Facebook

Chveni nona 75 SAT 3 მაისს ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს 75 წელი შეუსრულდა. 

 

ქალბატონ ნონას მთელი მსოფლიო იცნობს და პატივს სცემს. იგი გამარჯვების და პირველობის ცოცხალი სიმბოლოა.

 ნონა გაფრინდაშვილი მუდამ და ყველგან პირველი უნდა ყოფილიყო:  პირველი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი,  პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის,  ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი...
 მან ქალთა ჭადრაკი მანამდე არნახულ სიმაღლეზე აიყვანა, აგრძნობინა და დაანახა ყველას, რომ ქალებსაც ძალუძთ უმაღლეს დონეზე თამაში.

 

1997 წელს, ფიდეს გადაწყვეტილებით,  დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი,  რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე  გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის.  

Nona-75 3

   2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ სასახლის წინ დღეს  ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის დაბადებიდან 75-ე წელთან დაკავშირებით მისი სახელობის, პირველი, ვარსკვლავი გაიხსნა. 

 ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, ვიცე პრეზიდენტი ისრაელ გელფერი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, სხვა ოფიციალური პირები და იუბილარის ახლობლები. 

   

Nona 75 2                     

                                     ნონა გაფრინდაშვილი

 მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წწ.

 მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული
 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წწ.

 პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წ.

 საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წწ.

 საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

 

ვერის პარკი ვარსკვლავის საზეიმო გახსნის შემდეგ საიუბილეო საღამო შოთა რუსთაველის თეატრში გაგრძელდა. 

Nona-75 5Nona-75 6Nona 75 9

იუბილეს მოსალოცად მსოფლიოს მთელმა საჭადრაკო ბომონდმა მოიყარა თავი. 

Nona 75 10Nona-75 4Nona-75 7Nona 75 11

                                           ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონას" ადმინისტრაციის სახელით

  გვინდა მივულოცოთ ქართული ჭადრაკის ცოცხალ ლეგენდას, ქალბატონ ნონას 75 წლის იუბილე.

 ვუსურვოთ ჯანმრთელობა, წინსვლა, დიდხანს სიცოცხლე მთლიანად საქართველოს სადიდებლად!