Facebook

logo megobruli matchebi Kutaisi  3 თებერვალს, ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა",  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის ბაზაზე არსებულ საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელებს სტუმრობდა.

 

 

 

პროგრამის პირველი ნაწილი ვრცელ თემატურ მასტერ კლასს დაეთმო.

ლექტორი: მარიკა ჯაფარიძე (დიპლომირებული, სერთიფიცირებული მწვრთნელი, ფიდეს ინსტრუქტორი-FI)

თემა: პაიკების სტრუქტურის თავისებურებები, ძლიერი და სუსტი უჯრები მათი გამოყენების ხერხები და საშუალებები.

დეტალურად გაირჩა საერთაშორისო დიდოსტატების მიერ გათამაშებული სანიმუშო პარტიები და თემატური პოზიციები. 

 

Chokhatauri 03.02.2019 Tematuri Masterklasi 1 Chokhatauri 03.02.2019 Tematuri Masterklasi 2 Chokhatauri 03.02.2019 Tematuri Masterklasi 3

პროგრამის მეორე ნაწილში მეგობრული შეხვედრები გაიმართა. 

ძირითდი მატჩის შემდეგ, მოჭადრაკეებმა ძალები უკვე სხვადასხვა მოწინააღმდეგეებთან პაექრობაში გამოსცადეს.

პარტიებზე გამოყოფილი იყო  15-15 წთ (სწრაფი ჭადრაკი) ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით.

Chokhatauri 03.02.2019 Megobruli Matchebi 1 Chokhatauri 03.02.2019 Megobruli Matchebi 2 Chokhatauri 03.02.2019 Megobruli Matchebi 3

ორთაბრძოლების შემდეგ ნათამაშები პარტიის შთაბეჭდილებებს მოჭადრაკეები ერთმანეთს უზიარებდნენ და ახალ მეტოქესთან ინაცვლებდნენ.

მწვრთნელები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს პარტიების მსვლელობას და რჩევა-მითითებებს აძლევდნენ ბავშვებს.

სწრაფ ჭადრაკს ბლიც პარტიები შეენაცვლა. 

პროგრამა აქტუალური ეფექტური და საინტერესო გამოვიდა. 

Chokhatauri 03.02.2019 SAERTO 

   

  ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს სახელით,

  მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის ხელმძღვანელობას,

  მწვრთნელებს ნუგზარ მგელაძეს, გივი ქორიძეს და ზურაბ კობიძეს,

 ერთობლივი საჭადრაკო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის.   

 

ასეთი სახის პროგრამები გაგრძელდება. ველოდებით უცხოელ სტუმრებსაც.

   

წინ ახალი შეხვედრები, პროექტები და თავგადასავლები გველის! 

 

ფოტო გალერეა:  https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1057776621097919